Tuesday, June 8, 2010

kibo


View Larger Map




კიბო არის ავადმყოფობა, რომლის ხსენებაც კი ადამიანის უმრავლესობაში შიშს იწვევს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში დროული დიაგნოზი და მკურნალობის ყოველდღიურად გაუმჯობესებული ფორმები შესაძლოა სრულყოფილ განკურნებასაც ნიშნავდეს.
კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს ეძახიან, რომლებიც ატიპური უჯრედების გაუკონტროლებელი ზრდითა და გამრავლებიტ ხასიათდებიან. კიბოს უჯრედების ზრდა, გამრავლება უმიზნოდ, გაუკონტროლებლად ხდება. სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი. ავთვისებიან სიმსივნეთა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებში დიდი წარმატების მიუხედავად ბევრი რამ ამ ჯგუფის დაავადებათა შესახებ ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
კანისა და ნაწლავის კიბოს კარცინომა ეწოდება, სხეულის შიდა ნაწილებზე მოდებულ სიმსივნეს კი _ სარკომა. კარცინომა უფრო გავრცელებულია. დაავადების ყველაზე გავრცელებული სახეობაა: ფილტვის, ნაწლავის, კუჭის, პანკრეასისა და მკერდის კიბო.







ფაქტია, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იმდენად სწრაფად იხვეწება, ექიმებმა ლამის ყველა დაავადება ერთბაშად განკურნონ. მაშ, რა ხდება, რატომ იზრდება წლიდან წლამდე ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი? რატომ იტანჯება მილიონობით ადამიანი უკურნებელი სენისგან? ამ ავადსახსენებელ სენს მედიცინა ჯერ კიდევ ვერაფერს უხერხებს, თუმცა ექსპერტებმა გამოსავალი იპოვეს: მათი თქმით, კიბოსგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციას ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის – ძუძუს კიბოს – თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილეთაგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი 35%-ით ნაკლები ქალი გარდაიცვალა.




კიბოს სიმსივნის მრავალი სახეობა მცირერიცხოვანი ღეროვანი უჯრედების გამრავლების შედეგად ვითარდება. ამდენად, მათი მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შედეგის მომტანი, თუკი ხერხდება ამ უჯრედების განადგურება. როგორც ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, მელანომის, კანის კიბოს ყველაზე სახიფათო ტიპის, შემთხვევაში ვითარება სხვაგვარად გამოიყურება. მელანომის შემთხვევაში არა მხოლოდ ღეროვან, არამედ ყველა უჯრედს აქვს იმის უნარი, რომ კიბოს ღეროვანი უჯრედების თვისებები ატაროს. როცა ისინი ამას აკეთებენ, ეს უჯრედები ქმნიან გარკვეულ ფერმენტს და ძალზე ნელა ვითარდებიან, რაც მათ მკურნალობის მიმართ რეზისტენტულს ხდის. ამდენად, ეფექტიანი თერაპიისთვის აუცილებელია ორივე ტიპის უჯრედების ერთდროულად მკურნალობა, წერენ მეცნიერები ჟურნალ „Сell“-ში.

ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები

ავტორი: დ. თაბაგარი, ი. მჭედლიძე, მ. ჟვანია
„ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“

>> ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოება (ESMO - European Society for Medical Oncology) შეიქმნა 1975 წელს. დაარსების დღიდან ორგანიზაცია ემსახურება როგორც ონკოლოგთა, ასევე პაციენტების ინტერესებს და მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებასა და ონკოლოგიურ პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებას. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ESMO მუდმივად ახორციელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ონკოლოგთათვის და თანამშრომლობს პაციენტთა ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს მათ ინფორმირებას და ჩართვას საგანმანათლებლო და სამკურნალო პროექტებში.
ESMO-ს გლობალური ქსელი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე უამრავ ახალგაზრდა (Junior) და უფროს (Senior) ონ­კო­ლოგს. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ეროვნული თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებები, ასევე ინტერნეტ-რესურსი და პუბლიკაციები, საშუალებას აძლევს ESMO-ს წევრებს დროულად მიიღონ უახლესი ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიური პაციენ­ტე­ბის მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ახალგაზრდა ონკოლოგთა განათლებასა და პროფესიულ ზრდას ESMO ხელს უწყობს ყოველწლიურად განხორციელებული სასწავლო თუ სამეცნიერო–პრაქტიკული სემინარებისა და გრანტების საშუალებით. ასევე, ონკოლოგთათვის ახორციელებს დიპლომის შემდგომი განათ­ლე­ბის პროგრამას.
ESMO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს „ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“ (ხელმძღვანელი – მედ. მეცნ. დოქტორი, დ.თაბაგარი).
2007 წელს ნოემბერ–დეკემბერში კლინიკაში ჩატარდა ESMO-ს სამეცნიერო–პრაქტიკული სემინარი საქართველოს და ევროპის ქვეყნების სამედიცინო ონკოლოგთა მონაწილეობით. 2009 წლის სექტემბერში „ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“-ს ბაზაზე იგეგ­მება ESMO-ს საქართველოს ასოციაციის შექმნა. კლინიკის ბაზაზე ქართულ ენაზე ითარგმნა ESMO-ს მიერ შემუშავებული კლინიკური რეკომენდაციები, რომელთა ნაწილს ვთავაზობთ მკითხველს.




კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა მამაკაცებსა და ქალებში, 40 წლის ასაკის ზემოთ. ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი განსაკუთრებით მაღალია მწეველებში. მაგალითად, დღეში ორი და მეტი კოლოფი სიგარეტის მოწევისას ფილტვის კიბოს სიხშირე იზრდება 15-25-ჯერ; რისკის სხვა ფაქტორებია: მუშაობა ასბესტთან, დასხივება და სხვ.
ფილტვის კიბოს სიმპტომებია: ხველა, ნახველის გამოყოფა სისხლთან ერთად, ტკივილი გულმკერდში, პნევმონიისა და ბრონქიტის განმეორებითი ეპიზოდები; სუნთქვის დარღვევა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ჰიპოვენტილაციისა და ფილტვის წილის, ან მთლიანად, ფილტვის ატელექტაზის დროს. ფილტვის კიბოს ადრეული ფორმები ხასიათდებიან ნაკლებსიმპტომურობით, შემდეგში კი გამოვლენილი სიმპტომები არასპეციფიკურია ფილტვის კიბოსათვის. ამავე დროს, დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად და სწორი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სიმპტომების გულდასმითი კლინიკური ანალიზი. ფილტვის დიაგნოსტირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახველის მრავალჯერად ციტოლოგიურ გამოკვლევას, ფილტვების რენტგენოგრაფიას, ბრონქოსკოპიას სიმსივნის ბიოფსიასთან ერთად, სიმსივნის ტრანსთორაკულ ბიოფსიას. ფილტვის მორფოლოგიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი ტუბერკულოზთან, ქრონიკულ პნევმონიასთან, ადენომასთან, კარცინომასთან, სხვადასხვა კეთილთვისებიან წარმონაქმნებთან; ასევე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს ფილტვებში განვითარებულ მეტასტაზებთან.
განასხვავებენ ფილტვის ცენტრალურ კიბოს, რომელიც იზრდება უპირატესად ენდო- ან პერიბრონქულად (შემთხვევათა 80%) და ფილტვის პერიფერიულ კიბოს; იშვიათად დიაგნოსტირდებს ფილტვის კიბოს მედიასტინური ფორმა, მილიარული კარცინოზი და სხვ.
მორფოლოგიური აგებულების მიხედვით გამოყოფენ ბრტყელუჯრედოვან (ეპიდერმოიდულ) კიბოს, ადენოკარცინომას, მცირე- და მსხვილუჯრედოვან კიბოს. ფილტვის კიბო მეტასტაზირდება ფესვის ლიმფურ კვანძებში, პარატრაქეალურ, პარააორტულ და ბიფურკაციულ ლიმფურ კვანძებში. დაავადების შედარებით გვიანდელ ეტაპებზე ვითარდება მეტასტაზები ცალკეულ ქსოვილებსა და ორგანოებში (ლავიწზედა ლიმფური კვანძები, ძვლები, ღვიძლი, თავის ტვინი, ფილტვები და სხვ.). ადრეული მეტასტაზირებითა და აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა მცირეუჯრედოვანი კიბო. ფილტვის
არამცირეუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პულმონექტომია, ლობექტომია, რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთით) ტარდება 10-20%-ში, როდესაც ფილტვის კიბო დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიებზე. დაავადების ადგილობრივ-გავრცელებული ფორმის დროს ტარდება ვრცელი პულმონექტომია, ბიფურკაციული, ტრაქეობრონქული, ქვედა პარატრაქეალური და შუასაყრის ლიმფური კვანძების ამოკვეთით, ასევე აუცილებლობის დროს პერიკარდის, დიაფრაგმის, გულმკერდის კედლის რეზექციით. თუკი ოპერაცია ჩატარება შეუძლებელია პროცესის გავრცელების ან უკუჩვენებების გამო, ატარებენ სხივურ თერაპიას. ობიექტური ეფექტი, არსებითი სიმპტომატური გაუმჯობესებით, აღინიშნება ავადმყოფთა 30-40%-ში. ქიმიოთერაპია ეფექტურია ფილტვის არაოპერაბელური და არამცირეუჯრედოვანი კიბოსა და მეტასტაზების დროს ავადმყოფების 20-30%-ში. ფილტვის მცირეუჯრედოვანი კიბოს დროს პირველ რიგში აუცილებელია დაავადების გავრცელების ხარისხის შეფასება, რასაც ადგენენ ჩონჩხის სცინტიგრაფიით, ძვლის ტვინის ბიოფსიით, ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევით, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით. დაავადების ლოკალიზებული და დისემინირებული ფორმების დროს მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქიმიოთერაპია. დამატებითი მეთოდია სხივური თერაპია. ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ ძალიან იშვიათად. ფილტვის მცირეუჯრედოვანი ლოკალიზებული კიბოს დროს ქიმიოთერაპიის კურსები ტარდება 3-4 კვირიანი ინტერვალებით, 1-1,5 წლის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში, ან ქიმიოთერაპიის 3-4 კურსის შემდეგ დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხივური თერაპია. სრული რემისიის მიღწევის დროს, თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანების სიხშირის გათვალისწინებით, ნიშნავენ სხივურ თერაპიას თავის ტვინზე, მეტასტაზების ზრდის თავიდან ასაცილებად. ლოკალიზებული დაავადების დროს, კომპლექსური მკურნალობის შედეგად, მნიშვნელოვანი სამკურნალო ეფექტი აღენიშნება ავადმყოფთა დაახლოებით 90%-ს, სრული რემისიის მიღწევა ხერხდება 30-50%-ში; ფილტვის დისემინირებული მცირეუჯრედოვანი კიბოს მკურნალობის შედეგები რამდენადმე არაკეთილსაიმედოა.






ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთი ქალის ორგანიზმი ვერ პასუხობს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ჩატარებულ თერაპიას. სპეციალისტების აზრით, მიზეზი გენეტიკური დეფექტია, – იუწყება ВВС.
სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ქალების ურავლესობას დანიშნული აქვთ პრეპარატი ,,ტამოქსიფენი“. პაციენტთა დაახლოებით მესამედში აღნიშნული პრეპარატი არანაირ დადებით შედეგს არ იძლევა. სპეციალისტებმა ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევები და აღმოაჩინეს, რომ გენი FGFR1 აქვთ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ზემოთაღნიშნული პრეპარატით მკურნალობას.
გენის იდენტიფიკაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი პრეპარატები, რომლებიც გათიშავენ FGFR1 გენს და საშუალებას მისცემენ ,,ტამოქსიფენს“ დაშალოს კიბოს უჯრედები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველი მეათე პაციენტი ამ გენის მტარებელია. მკვლევარები თვლიან, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა გადარჩეს მრავალი ქალის სიცოცხლე.
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაობის შედეგები გამოქვეყნდა the journal Cancer Research-ში.




ორი ძირითადი ანომალია არის აღიარებული, ორი ფაქტორი აძნელებს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას. პირველი არის ის, რომ დაავადება უკონტროლოა, მეორე ის, რომ სხეული მას წინააღმდეგობას არ უწევს.
მრავალი წლის განმავლობაში კიბოს დაავადებაში ქირურგიული ჩარევა ეფექტურად ითვლებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში პათოლოგიური უჯრედები იკვეთება. ზოგიერთი კიბო რადიოთერაპიით იკურნება.
ბოლო წლებში უკვე შესაძლებელია ძვლი ტვინ ტრანსფლანტაცია. ეს ტანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება.
კოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა 34 000 ქალზე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ხილის, ბოსტნეულისა და სოიოს დიეტა 30% _ით აქვეითებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა დღეისათვის უკვე სოციალური სფეროს პტიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მაგრამ ამ სენს ჯერ კიდევ, მედიცინა ვერაფერს უხერხებს, თუმცა ექსპერტებმა გამოსავალი იპოვეს: მათი თქმით, კიბოსგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა.







potoalbomi
http://picasaweb.google.ru/106747279464748


No comments:

Post a Comment